სეპარატისტული აფხაზეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან აფხაზეთიდან ავადმყოფებს სამკურნალოდ "საქართველოში აღარ გააგზავნიან". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზთის ე.წ. მთავრობის მეთაურის ლეონიდ ლაკერბაიას მიერ გაკეთებული განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში სამკურნალოდ ავადმყოფები აღარ გააგზავნონ.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტულ აფხაზეთში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ თათბირზე, რომელსაც 1992-1993 წლების ქართულ -აფხაზური კონფლიქტის მონაწილე-ინვალიდთა არასაბიუჯეტო ფონდის ხელმძღვანელობა ესწრებოდა "ბოლო დროს აფხაზეთიდან საქართველოში სამკურნალოდ ჩასვლის გახშირებული პრაქტიკის შემთხვევები განიხილეს".
"აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენს ავადმყოფებს საქართველოში სამკურნალოდ არ გააგზავნის", _ იუწყება აფხაზური მხარე.