"ქრისტიან-დემოკრატები" სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავენ. თამაზ ბაკურიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კანონით გათვალისწინებული 37-ე მუხლი, რომელიც განუკურნებელი სენით დაავადებული პატიმრების სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს, არ მოქმედებს.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საპატიმროებში ასეთი 2000-ზე მეტი პირი იხდის სასჯელს. "ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, რომ დაიწყოს განუკურნებელი დაავადებების მქონე პატიმრებისთვის სასჯელის გადავადება და შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ პროცესს გააკონტროლებს.
"თუ გადავხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, ქალბატონი კალმახელიძის მისინსტრად მოსვლის შემდეგ, ქართულ ციხეებში სიკვდილიანობა გაიზარდა და ფაქტობრიავდ არ მოქმედებს სასჯელის გადავადების ინსტიტუტი აქედან გამომდიანრე ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას დაავალოს კალმახელიძის უწყებას,რომ აამოქმედოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის გადავადება რაც ხელს შეუწყობს სიკვდილიანობის შემცირებასდ ამეორე მოთხოვნა დაწესდეს მონიტორინგი თუ როგორ განხორციელდება სასჯელის აგდავადება ქართულ ციხეებში"განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.