დღეს უკვე ხელისუფლების უგუნურება იქამდე მივიდა, რომ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ყველანი სამშობლოს დავკარგავთ, - ამის შესახებ ოზურგეთში მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რვა წლის წინ, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში, იმედი გაჩნდა რომ ქართული სახელმწიფო, დაადგებოდა ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიის გზას. თუმცა ივანიშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთი უბედურებიდან "მეორეში ჩავცვივდით".
"დღეს უკვე ხელისუფლების უგუნურება იქამდე მივიდა, რომ ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ყველანი სამშობლოს დავკარგავთ.
ეს რომ აშკარად დავინახე, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, წინ აღვდგომოდი ამ უგუნურებას", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ კოალიცია ვიბრძოლებს იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს საქართველოს ყოველი მოქალაქის ცხოვრება.
"მე ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან ცხოვრებას ჩემთვის ლანგრით არაფერი მოურთმევია", - აღნიშნა ივანიშვილმა.