აკვიატება და ახირება, სხვა რა შეიძლება უწოდო "ლაზიკას" პროექტს, - ამის შესახებ ოზურგეთში მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან ხელისუფლებას ურჩია ახალი ქალაქის მშენებლობას, სჯობს მიხედოს ურეკს, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს მსოფლიო დონის კურორტი. მისი თქმით, თუ ახალი ქალაქის მშენებლობისთვის შეიძლება რაღაც თანხები გამოინახოს, რატომ არ შეიძლება ეს თანხები მოხმარდეს ურეკს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც სამკურნალო თვისებების უნიკალური ქვიშის მქონე კურორტი.
"ურეკი უნდა გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი, რისი პოტენციალიც მას რეალურად აქვს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.