ზურაბ ზვიადაურის ავტომანქანას მოძრავი სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნილი ქვის ლოდი დაეცა. ზვიადაურის თქმით, იგი თბილისიდან ოზურგეთში, "ქართული ოცნების" აქციაზე მიდიოდა, რა დროსაც ხაშურში მის მანქანას საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნილი ქვის ლოდი დაეცა.
როგორც ზვიადაური ამბობს, მას თავი აქვს გატეხილი, თუმცა აქციაში მონაწილეობას მაინც მიიღებს.
ზვიადაური მომხდარს შემთხვევითობით ხსნის და რაიმე წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას გამორიცხავს.