ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 17 ივნისს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.unm.ge ) განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხდა ვებგვერდის ფუნქციონირება და წაიშალა არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
"მივმართავთ სამრთალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამჟამად ვებგვერდის ფუნქციონირება სრულად არის აღდგენილი და მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ ისარგებლონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებრესურსებით", - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.