სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.
როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, მან ტაძრის რეაბილიტაციის შეჩერების ბრძანება უკვე გასცა. მისი განმარტებით, ტაძრის რეაბილიტაცია საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთია საკითხზე წინასწარი შეფასება, რომელიც "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება.
36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, "იუნესკომ" საქართველოს მთავრობას სარეაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.