საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფოთში იმყოფებოდა. ადგილობრივებთან შეხვედრა პორტის დასახლებაში კუნძულის უბანში გაიმართა.
წყლის მომარაგების პრობლემები, გზის და საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სახელმწიფოს სადაზღვევო პროგრამა, ისტორიული და რელიგიური ძეგლების რებილიტაცია_ ეს ის საკითხებია, რომელზეც მიხელ სააკაშვილმა ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
ადგილობრივებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სააკაშვილმა აფოთელების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.