ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულში 33 წლის რამაზ ლატარიას ეძებენ. ოჯახის წევრბის განცხადებით, მათთვის რამაზ ლატარიას ადგილსამყოფელი უკვე ერთ თვეზე მეტია უცნობია.
რამაზ ლატარიას ახლობლები აცახდებენ, რომ მათთვის ლატარიას გაუჩინარების მიზეზი უცნობია. მათივე თქმით, ლატარიას არც მტრები ჰყავდა და არც რაიმე სახიფათო საქმიანობას ეწეოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ვინც ოჯახს რამაზ ლატარიას ადგილსამყოფელს შეატყობინებს სოლიდური თანხა გადაეცემა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს.