დღეს, 17 ივნისს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი.
სვეტა ნიორაძის თქმით, წვიმა მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება, თუმცა დასავლეთ საქართველოში წინა დღეებთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს.
"შემდგომ დღეებში კი ისევ სიცხეები გველოდება, დაახლოებით 35◦-მდე", - განაცხადა ნიორაძემ.
შეგანხსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში ამ დროისათვის უჩვეულოდ მაღალი სიცხე დაფიქსირდა. ჰაერის ტემბერატურა 40 გრადუსს მიუახლოვდა.