საქართველოს პრეზიდენტი აბაშის რაიონის სოფელ წალიკარს ესტუმრა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათ აბაშის ფერმერთა მომსახურებისა და მარცვლეულის შესანახი ცენტრების დათვალიერება შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან ერთად აგროტურისთვის განკუთვნილი სპეციალური ავტობუსით იმგზავრა და საუბრისას, ადგილობრივთა პრობლემებიც მოისმინა. ქვეყნის პირველი პირი სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა და ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
აბაშის ფერმერთა მომსახურების ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს ემსახურება და მოსახლეობას აქ კვალიფიციური აგრონომის უფასო კონსულტაციისა და რამდენიმე სახის ლაბორატორიული მომსახურების მიღება შეუძლია. ცენტრში 67 ადგილობრივია დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები