"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ზაზა გაბუნიამ აფრიკის დასახლებაში, ქინძმარაულის ქუჩაზე, საყარაულო ჯიხურში მცხოვრები პარკაიების ოჯახი მოინახულეს.
პარკაიების ოჯახში, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი პატარა ცხოვრობს. "ქრისტიან-დემოკრატები" მათ დახმარებას დაპირდნენ.
გიორგი თარგამაძე: "გუშინ პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა "ქრისტიან-დემოკრატებზე", ჩვენს დაპირებებზე და რაღაც გაუგებარ ათ მილიარდზე. ათი მილიარდი ნამდვილად არ სჭირდება პარკაიების ოჯახს, რომელიც 12 წეილა ცხოვრობენ ჯიხურში. ეს არის სადარაჯო ჯიხური, რომელსაც არც ფანჯრები აქვს, არ არის ლაპარაკი ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაკმაყოფილებაზე. მა თარ სჭირდებათ ათი მილიარდი, თუ არ სჯერა მოვიდეს და ერთად შეგვიძლია დავითვალოთ. თორმეტი წელია ეს დევნილი ოჯახი არის აბსოლუტურად უყურადღებოდ სახელმწიფოსგან".
"ჩვენ ორშაბათიდანვე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას პარკაიების მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. ვუშუამდგომლებ "სოციალური საცხოვრისის" პროგრამაში რომ მათ 12 წლიანი არადამიანური საცხოვრებელი პირობების შემდეგ მიიღონ ადამიანური ღირსების შესაბამისი საცხოვრებელი ბინა სარგებლობაში"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.