კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულმა პირებმა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ახვლედიანმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ამ ადამიანებისთვის ბინების დაკანონება ხელისუფლებისთვის ძალზე მარტივი პროცესია, რადგან ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა, მისივე განცხადებით, ისინი ბინებს წლების განმავლობაში უშედეგოდ ელიან.
„აქ არიან ადამიანები, რომლებიც კორპორატიული ბინათმშენებლობით რამდენიმე წელია დაზარალდნენ, მაგრამ ისინი ამ ბინების დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, არიან მოქალაქეები, რომელთაც ხელისუფლება აღნიშნული ფართების სანაცვლოდ, თბილისში მიწების გადაცემას დაჰპირდა" - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.
მისი თქმით, ეს პროცესი 2010 წლის არჩევნებამდე დაიწყო და მიწა საკუთრებაში რამდენიმეს გადაეცა კიდეც, თუმცა, არჩევნების დასრულების შემდეგ, მისივე თქმით, ეს პროცესი შეჩერდა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ხელისუფლება და მერია ვალდებული არიან, მათ ეს ბინები დაუკანონ, რადგან ეს ხალხი თავის საკუთრებას ითხოვს.
„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ რომ მერიამ შეასრულოს ადგილობრივ თვითმმართელობის რჩევნებზე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირებისადმი მიცემული პირობა და ამ ადამიანებს საკონპენცაციოდ გადასცეს ის მიწები რომლებიც მოაგვარებს დაზარალებულთა 24 წლიან პრობლემას." განაცხადა გიორგი ახვლედიანმა
აქციაზე ქდმ-ს ლიდერებმა ხელისუფლებას, კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებთან დიალოგისკენ მოუწოდეს.