თბილისში უნიკალური კონცეფციის სასტუმრო "ციტადელ ნარიყალა" გაიხსნება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, 17 ივნისს, 12.00 საათზე, სასტუმრო "ციტადელ ნარიყალა" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია სიდამონიძესთან ერთად, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების ინფო ტურს უმანსპინძლებს.
თბილისში, ივნისის შუა რიცხვებში უნიკალური კონცეფციის სასტუმრო ციტადელ ნარიყალა გაიხსნება.
ბუტიკის ტიპის სასტუმრო ექსკლუზიური დიზაინით , თავის თავში მოიცავს უძველეს სააფთიაქო მუზეუმს, რომელიც სასტუმროს საძირკველში აღმოჩენილი სამკურნალო ჭურჭლისგან არის შექმნილი.
უნიკალური კონცეფციის სასტუმროს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში არ აქვს ანალოგი.
სასტუმრო ციტადელი არის ექსკლუზიური 16 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ძველი უბნის ნარიყალას ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანც მთელი ქალაქის პანორამული ხედი იშლება.
სასტუმროს ადგილას წლების განმავლობაში მიმდინარეობა, სასტუმროს მენეჯმენტის მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური კვლევა.
კვლევის დახურვის შედეგად აღმოჩნდა სამედიცინო მიზნებისთვის გამოსაყენებელი ჭურჭელი რომელიც ჩვენი წელთღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება .
4 სართულიანი სასტუმროს პირველ სართულზე, ისტორიული მნიშვნელობის კლდის ქვეშ მოეწყობა მუზეუმი, სადაც გამოფენილი იქნება ის ჭურჭელი,რომელიც არქეოლოგებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.
საქართველოს ისტორიის საინტერესო ფაქტების პროექცია, სასტუმროს ლობში, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებით მოხდება.
ამ ტიპის ინსტალაცია, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს მნახველზე და საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტებზე.
სასტუმრო ციტადელი მეიდნიდან 1 წუთის სავალზე და თბილისის ყველაზე ცნობილ საფეხმავლო , ნარიყალას მარშრუტის დასაწყისში მდებარეობს.
სასტუმრო გათვლილია როგორც ტურისტული ვიზიტებისათვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისათვის და სხვა და სხვა ტიპის ღონიძიების ჩასატარებლად.
სასტუმროში არის 50 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ორი რესტორანი, ღია ბარი და სავარჯიშო დარბაზი .
სასტუმროს ერთ -ერთ ღირსებას საქართველოში პირველი რესტორანი, სადაც არ ეწევიან წარმოადგენს.
სასტუმროს აშენებისას ,განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უმაღლესი ხარისხის სერვისის და განსაკუთრებული კომფორტის და ძველი თბილისის ცხობრების სტილის ფიუჟენზე.
სასტუმრო არის მორგებული რელიეფს , შესაბამისად 16-ვე ნომერს აქვს ძველი თბილისის ხედი და ძველ ქართულ სტილში გადაწყვეტილი აივანი.
სასტუმროს და რესტორნის სტუმრები დატკბებიან ქალაქური სამზარეულოთი და დააგემოვნებენ ეკოლოგიურად სუფთა ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს სასტუმროს ტერასაზე.
სასტუმრო მომხმარებელს სხვა და სხვა ტიპის ნომრებს სთავაზობს, მაგალითად სასტუმროს ყველაზე ლამაზი ხედის მქონე ნომერი იმ წყვილებისათვის არის განკუთვნილი, ვინც თბილსს ირჩევს რომანტიული მოგზაურობის გასატარებლად.
სასტუმრო ციტადელი ქართულ-ევროპული ინვესტიციის შედეგად აშენდა, მიუხედავ იმისა, რომ მისი მშენებლობისას და მართვისას გამოყენებული იქნება ა კლასის სასტუმროების სტანდარტები, სასტუმროს სტრატეგიაა, აითვისოს ტურისტული მიართულებების ყველაზე საინტერესო, ბუტიკის ტიპის სასტუმროების ნიშა.
სასტუმროს დასრულება 2012 წლის ივნისში იგეგმება, სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა .
მასალის გამოყენების პირობები