ლიბიის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატების ჯგუფის მოთხოვნა, რომლებმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნიეს დროებითი მთავრობის მიერ მიღებული კანონი დამხობილი პრეზიდენტის მუმარ კადაფის განდიდების აკრძალვის შესახებ.
კანონის მიხედვით, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა პირს, რომელიც განადიდებდა მუმარა კადაფის, მის რეჟიმსა და იდეებს, ასევე ოჯახის წევრებს.
კანონმა ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა უარყოფითი რეაქციია გამოიწვია. უფლებათადამცველება მიიჩნიეს, რომ კანონი სიტყვის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
შეგახსენებთ, რომ მუმარ კადაფი 2011 წლის ოქტომბერში მოკლეს.