ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტრო პრეტენზიას გამოთქვამს იმ საფრენ აპარატებთან დაკავშირებით, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი გადაადგილდებოდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განუცხადა, ბიძიინა ივანიშვილის საფრენი აპარატები ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 49 ბორტს შეუჩერდა ფრენის ლიცენზია მათი ტექნიკური გაუმართავობის გამო.
,,ჩვენ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ერთი წლის უკან დავიწყეთ, რის შედეგადაც 49 ბორტი იყო გაჩერებული. მათ შორის ბორტები, როგორც ბოინგის ზომის, ასევე ვერტმფრენებიც. ეს შეეხო ძალიან ბევრ კომპანიას, ამიტომ ტექნიკური სტანდარტებისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენ შევაჩერეთ ყველა ბორტი, რომელიც საქართველოში დარეგისტრირებული იყო და პრიორიტეტი არცერთი კომპანიისთვის არ მიგვინიჭებია.", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვერა ქობალიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
"ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით კი, საუბარია კომპანია ,,ავიასერვისის" კუთვნილ საფრენ საშუალებებზე - ერთ თვითმფრინავსა და ერთ ვერტმფრენზე, რომელითაც ბიძინა ივანიშვილი სარგებლობდა.