უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის რაიონში. თვითმხილველების თქმით, 16 წლის მოზარდი მტკვარში ე.წ.ჭალისხიდიდან გადახტა, რამდენიმე წუთში კი წყალში გაუჩინარდა.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დინებამ წაიღო. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა შებინდებისა და ცუდი ხილვადობის გამო სამაშველო სამსახურმა ძებნა შეწყვიტა. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.