შიდსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. აივ-ინფექციით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი, მდგომარეობის დამძიმების გამო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მოათავსეს.
მას მკურნალობა 1 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში უტარდებოდა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი მდგომარეობა თანდართულმა C ჰეპატიტმა დაამძიმა.