დღეს, 15 ივნისს, 14:30 საათზე, ცოტნე დადიანის 136 -ში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრ "ანიკაში", მოზარდთა სოციალური ინტეგრაციის მიზნით, გაიმართება საქველომქმედო ღონისძიება "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ". აქციის მხარდამჭერნი არიან მაკდონალდსი და ტექნო ბუმი.
ღონისძიებას ესწრებიან სწჯს-ის პრეზიდენტი, სწჯს-ის მოხალისეები , წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებული მედეაკლუბის წარმომადგენლები და სოციალური ცენტრის ხანდაზნულები. აქციის დროს სწჯს-ის მოხალისეების კონცერტს ჩატარებენ.
"ანიკას" ბენეფიციარებს გადაეცემათ მაკდონალდსის პროდუქცია ასევე
ტექნო-ბუმი ცენტრ "ანიკას" მუსიკალურ ცენტრს გადასცემს.