ხვალ, 15 ივნისს, 13:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს (ონიაშვილს ქ. N 37).
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, აგრეთვე მოვლენებს, რომელთა განვითარებაც 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. მონიტორინგი მოიცავს ისეთ ფაქტებს, როგორიცაა: პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, მუქარა, ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლა, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვა.
პრესკონფერენცი გაიმართება "სამართიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ცენტრალურ ოფისში.
ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით "ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს", USAID-ის მეშვეობით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.