სარემონტო სამუშაოს გამო, 15 ივნისს, 10 საათიდან 16 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, სააკაძის, კავთისხევის, არალეთის, იფნევის, ბენდელიანის, ზეკარის, სვირის, იმერეთის და ჯავის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.