14 წლის მარიეტა კაკაჩია, რომელსაც თავის ძვლის ქალის ფუძის სიმსივნე აქვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. მკურნალობისთვის საჭირო თანხები მის ოჯხს არ გააჩნია.
მარიეტა კაკაჩია ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც მას სხივური თერაპია უკვე ჩაუტარდა, თუმცა ფინასური სახსრები არარსებობის გამო მკურნალობის კურსს ვეღარ აგრძელებს.
,, 14 წლის მარიეტა კაკაჩია არის წალენჯიხის რაიონიდან. საქართველოში ექიმებმა გვითხრეს, თავის ქალის ფუძის სიმსივნე. აქვს. შემდეგ სამკურნალოდ გადავიყვანეთ თურქეთში სადაც დაავადება უკვე გართულებული იყო და გვითხრეს, რომ მარიეტას უკვე ემბრიონალური მესამე სტადიის სარკომა ჰქონდა. ბავშვი სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, რაც თავისთავად ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მკურალობის ხარჯებიც გადახდის საშუალება ოჯახს არ გააჩნია, რადგან ოჯახი მრავალშვილიანია და ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" მარიეტა კაკაჩიას დეიდამ მარინა რურუამ.
მისივე თქმით, მკურნალობის გასაგრძელებლად 50 000-100 000 ევრომდე თანხაა აუცილებელი.
,,მკურნალობისთვის დაახლოებით 50 000-100 000 ევროა საჭირო. ბავშვს ქიმიოთერაპიის ერთი კური უკვე ჩაუტარდა და მკურნალობის გასაგრძელებლად აუცილებელია სხივური თერაპია, რომლისთვის საჭირო 7 000 ევროა", _ განაცხადა მარინა რურუამ.
მარიეტა კაკაჩიას დასახმარებლად ,,თიბისი ბანკში" სპეციალური ანგარიშია გახსნილი GE84 თB74 8575 6080 10 00 02 .