14 ივნისს "ავერსი" დონორთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აქციას მართავს. აქციის დევიზია "გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!" ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა "ავერსის" მთავარი საზრუნავია. სწორედ ეს უდევს საფუძვლად კომპანიის უამრავ სასიკეთო წამოწყებას.
"ავერსის" თანამშრომლები თავად მონაწილეობენ იმ საქველმოქმედო პროექტებში, რომლებსაც კომპანია ახორციელებს. 14 ივნისს, დონორთა საერთაშორისო დღეს, "ავერსის" კლინიკაში კომპანიის თანამშრომლები უსასყიდლოდ ჩააბარებენ სისხლს.
აქცია `ავერსის-კლინიკა~-ში ხუთშაბათს, 14 ივნისს, 18:00 სთ-ზე დაიწყება.