დღეს, 14 ივნისს, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ , შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს, რაც ბოლო 45 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა გასულ წლებში, კერძოდ ივნისის თვეში 1966 წელს დაფიქსირდა.ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა.
"აღმოსავლეთ საქრთველოში, თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1922 წელს, 18 ივნისს 39 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქრთველოში, კერძოდ ქობულეთში, 1966 წლის 4 ივნისს 41 გრადუსი დაფიქსირდა", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ ტემპერატურას - აღმოსავლეთ საქათველოში ის თბილისში 1967 წელს 6 ივნის დაფიქსირდა, დღისით 14 გრადუss ღამით - კი 6 გრადუსs მიაღწია.
"ყველაზე დაბალი ტემპერატურის მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში 1967 წელს 4 ივნისს დაფიქსირდა: დღისით 16 გრადუსი და ღამით 6 გრადუსი", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ.