ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
ბიძინ ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ შესაბამისი განცხადება საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა. მისი თქმით, მომზადებულ საჩივარში სრულადაა მოცემული ის არგუმენტები, რის საფუძველზედაც საქალაქო სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს. თადუმაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება 48 საათის განმალობაში უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი კონტროლის პალატის აქტების საფუძველზე 126 მლნ 220 ათას 190 ლარითა და 22 მლნ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა.