ხვალ, 14 ივნისს, 17:00 საათზე, რიყის პარკში, რეიგანის ძეგლის მიმდებარედ, საგანმანათლებლო ცენტრ "ლანგეითის" ახალგაზრდული კლუბი ამერიკის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
ღონიძიების ფარგლებში ჩატარდება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელთა მიერ ამერიკის დროშის თემაზე შექმნილი ნამუშევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობას ამერიკული ცენტრისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ. ორგანიზატორები მათთვის წამახალისებელ ინტერაქტიულ ვიქტორინას ჩაატარებენ. მოზარდები ასფალტს ფერადი ცარცებით მოხატავენ და ერთმანეთს ამერიკის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრებიან. ვიქტორინაში გამარჯვებულებს "ლანგეითი" წამახალისებელ პრიზებს გადასცემს. მათ ზაფხულში საგანმანათლებლო ცენტრის მიერ გაგეგმილ სასწავლო გასვლით ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. გამოფენაში მონაწილე ყველა მოზარდი საჩუქრად "ლანგეითის" სხვადასხვა სასწავლო კურსზე ფასდაკლების ბარათებს მიიღებს. "ლანგეითი" ამერიკულ დღესასწაულებს სისტემატურად აცოცხლებს. ცენტრის ორგანიზებით საქართველოში უკვე აღინიშნა "მადლიერების დღე", ამერიკის პრეზიდენტის დღე" და. ა.შ.. ამერიკული ცენტრის მიზანი ორი ქვეყნის კულტურათა დაახლოება და ურთიერთგაცნობაა.
ამერიკაში დროშის დღე ოფიციალურად 1977 წლიდან აღინიშნება, როდესაც შეერთებული შტატების კონგრესმა შესაბამის დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ეს დღეს ტრადიციულად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. ამერიკელი ხალხი დროშის დღეს ყოველწლიურად სახალხო დღესასწაულს მართავს, ეწყობა გამოფენები, იმართება კონცერტები, ტარდება აღლუმი და ა.შ..