56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდი" თამაზ ფიფია გარდაიცვალა. ფიფია კრიმინალურ წრეებში "ტამაზ სუხუმსკის" ზედმეტსახელით იყო ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის უკურნებელი სენი გახდა.
თამაზ ფიფია აფხაზეთის გალის რაიონის მცხოვრებია. იგი პირველად გისოსებს მიღმა სამშობლოში 1976 წელს მოხვდა. ამის შემდეგ იგი კიდევ მხოლოდ ორჯერ გაასამართლეს.
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთში ომი მიმდინარეობდა, ფიფია მოსკოვში წავიდა და იქ დაბანაკებული სოხუმური კრიმინალური კლანის "თვალსაჩინო" წარმომადგენლებს შეუერთდა.
1993 წელს სმოლენსკის მოედანზე თამაზი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, რომლის შედეგადაც იგი ინვალიდის სავარძელს სამუდამოდ მიეჯაჭვა. თავდაპირველად ტრამვის მიუხედავად, ფიფია აქტიურად მონაწილეობდა ქურდულ მოძრაობაში, მეტიც: იგი ქურდულ შეკრებებს საზღვარგარეთაც ესწრებოდა.
"თანდათან მისმა არალეგალურმა საქმიანობამ უკან გადაიწია და თამაზი კანონმორჩილი მოქალაქე გახდა", _ წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევდა იგი კომერციაში, მით უფრო შოდებოდა თანამოძმეებს, რომლებიც ცხოვრების წესს არ იცვლიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის დეკემბერში ფიფიას კუთვნილ რესტორან "გენაცვალეში" რომელიც ახალ არბატზე მდებარეობდა, ქუთაისელი "კანონიერი ქურდის" ბადრო კოღუაშვილის მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად ბანკეტი იმართებოდა. ღონისძიების დროს ქუთაისელების მაგიდასთან ამ დაწესებულების დირექტორი, თამაზ ფიფიას ვაჟი მივიდა და სტუმრებს სთხოვა დაშლილიყვნენ. რაზედაც ამ ბანკეტზე მყოფმა გია უგულავამ, ზედმეტსახელად "ტახი" განაცხადა, რომ იგი "კანონიერი ქურდია" და რესტორანს მაშინ დატოვებს, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს.
მაშინ თამაზ ფიფიას ვაჟმა მამას დაურეკა, რომელსამ შვილს უთხრა, რომ ასეთი "კანონიერ ქურდის" შესახებ მას არაფერი სმენია. ამ საფუძველზე ფიფიას ვაჟი რესტორანში დაბრუნდა და დარბაზში ყველას გასაგონად "ტახს" თვითმარქვია უწოდა.
რამდენიმე წამის შემდეგ უგულავამ და მასთან ერთად მყოფი "ქურდი" კაზა ფარფალია ფიფია-უმცროსს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ვითომც არაფერი მაგიდასთან დაბრუნდნენ.
ამის შემდეგ ფიფია-უმცროსმა ტელეფონით მისი "დამცველი" 50 მდე ჩეჩენი გამოიძახა, რომლებიც რესტორანში მოსვლის შემდეგ "ტახსა" და კახას სასტიკად გაუსწორდნენ.
ამასთან დაკავშირებით გამართულ ქურდულ შეკრებაზე თამაზ ფიფიამ განაცხადა, რომ მისი ვაჟი სწორად მოიქცა, რის შემდეგაც მან "ტახისგან" მოისმინა ის, რომ იგი მეტი "ქურდი არ არის". სწორედ ამავე შეკრებაზე "ქურდად" 31 წლის ლევან აბულაძე "აკურთხეს". რაც შეეხება თამაზსა და "ტახს", ამბობენ, რომ ისინი შეარიგეს.