დსთ-ის ქვეყნებთან აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის ახალი სამმართველო, რომლიც რამდენიმე დღის წინ კრემლში ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეიქმნა, დსთ-ის ქვეყნებისთვის ერთიანი საპენსიო სივრცის შექმნას აპირებს. განცხადება ამის შესახებ "კომერსანტთან" საუბარში ამ უწყების ხელმძღვანელმა იური ვორონინმა გააკეთა.
მისი თქმით, ერთიანი საპენსიო სივრცე დსთ-ის ნებისმიერ ქვეყანაში თანაბრად საპენსიო უფლებების რეალიზებას გულისხმობს. ვორონინი აცხადებს, რომ უწყება ასევე დაკავდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შექნით, ინფრასტრუქტურის დაფინანსებით და სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტის რეალიზებით.
"ზემოხსენებულ ქვეყნებთან ურთიერთქმედების პოლიტიკური ასპექტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის პრეროგატივად რჩება",_ აცხადებს ვორონინი.