13 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 7 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 1735 დღე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 30 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.73 პროცენტით, მაქსიმალური - 8.91 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.80 პროცენტით განისაზღვრა.