თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ თბილისში ლოჯისტიკის კიდევ ორი ცენტრი გახსნა - თემქასა და საბურთალოზე.
"თემქის ლოჯისტიკის ცენტრი ჟურნალ-გაზეთებით თემქასა და სანზონის ნაწილს მოამარაგებს. რაც შეეხება საბურთალოს, ამ რაიონისთვის ეს უკვე მეორე ცენტრია. მისი გახსნა რაიონის სიდიდემ განაპირობა. საბურთალოზე იყო ბევრი ქუჩა, რომელსაც პრესა დღემდე არ მიეწოდებოდა", - აცხადებს თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის რეგიონალური განვითარების მენეჯერი ირაკლი სამხარაძე.
ამ დროისთვის, თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციას 13 ლოჯისტიკის ცენტრი აქვს გახსნილი. ორგანიზაციაში დასაქმებული პრესის რეალიზატორების რიცხვმა უკვე 156-ს მიაღწია.