ხვალ, 14 ივნისს, 11:30 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გამართავენ სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების" პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ.
პროექტის მიზანია სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანაგრიშების გამოქვეყნებით საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობის გაზრდა.