საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნატოს კვირეულის ფარგლებში, ესეების კონკურსის "ჩემი სიტყვა ნატოს" დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. კონკურსში მოანწილეობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე მოსწავლეები. საუკეთესო ესეების ავტორებად დასახელდნენ სტუდენტები: მარიამ ჯანიაშვილი, ირაკლი სირბილაძე, ქეთი ტატუაშვილი და მოსწავლეები: მედეა აბრამიშვილი, მარიამ კობუჩავა და ლელა თოთაძე.
კონკურში მონაწილე ყველა მოსწავლეს სერთიფიკატები და საჩუქრები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე ხოშტარიამ და ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი კეპულაძემ გადასცეს.
გამარჯვებულმა ჯილდოდ "ნოუთბუკი" მიიღო, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეები კი "აიპოდითა" და მობილური ტელეფონით დააჯილდოვეს.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება, ხოლო კვირეულის ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.