13 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 39 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.880 პროცენტით, მაქსიმალური 6.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.910 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 7.4 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.