საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა გასულ წლებში, კერძოდ ივნისის თვეში 1966 წელს დაფიქსირდა.ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა.
"აღმოსავლეთ საქრთველოში, თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1922 წელს, 18 ივნისს 39 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქრთველოში, კერძოდ ქობულეთში, 1966 წლის 4 ივნისს 41 გრადუსი დაფიქსირდა", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ ტემპერატურას - აღმოსავლეთ საქათველოში ის თბილისში 1967 წელს 6 ივნის დაპიქსირდა, დღისით 14 გრადუss ღამით - კი 6 გრადუსs მიაღწია.
"ყველაზე დაბალი ტემპერატურის მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში 1967 წელს 4 ივნისს დაფიქსირდა: ფღისით 16 გრადუსი და ღამით 6 გრადუსი", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ.
შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსების ვარაუდით, ხვალ - 14 ივნისს დასავლეთ საქართველოში, შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს, რაც ბოლო 45 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.