საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ტემპით კმაყოფილია. როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, 2012 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდდთან შედარებით 60-65% მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა შემოსული.
,,2012 პირველ კვარტალში ჯამურად ქვეყანაში შემოსულია, 270 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც 60_65% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მინდა გითხრათ, რომ გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო ინვესტიციის შემოდინების კუთხით და ამ მაჩვენებლებზე უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს 2012 წლის პირველ კვარტალში და იგივე ტემპს ვხედავთ მეორე კვარტალშიც, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიცები ქართულ რეალობაში პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. რეალურად, საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხარჯზე იქმნება.