გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. როგორც შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი აცხადებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. უტიაშვილის განმარტებით, მამუკა ჯიბლაძეს ახლობლებმა სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს.
შეგახსენებთ: გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ჯიბლაძე 11 ივნიის გაუჩინარდა. მან გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.