საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა ისევ შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა 14 ივნის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქრთველოში დაფიქსირდება.
"სიცხეები გაგრძელდება. ხვალ ველოდებით ტემპერატურის მომატებას დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 35-40 გრადუსამდე მოიმატებს.ეს ტემპერატურა მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში შენარჩუნდება", - განაცხადა სვეტა ნორაძემ და აღნიშნა, რომ 16 ივნისიდან მთელი საქრთველოს მაშტაბით წვიმა მოსალოდნელი.
,,16 ივნისიდან მთელი საქრთველოს მასშტაბით ნალექს ველოდებით, წვიმის სახით", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ჰიდროემეტოროლოგიური ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ.