თბილისში დამწვრობის ცენტრში მძიმე თერმული დაზიანებებით ორწლინახევრის ბავშვი მოათავსეს.
ბავშვმა დამწვრობა მდუღარე Uწყლის გადასხმის შედეგად მიიღო.
დაზარალებული კატასტროფის ბრიგადებმა გვიან ღამით ბათუმიდან გადმოიყვანეს.
ბავშვს სხეულის 35 % აქვს დამწვარი. ექიმების ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში A რჩება.