ისან-სამგორის რაიონში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო პირმა კუთვნილ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს თიხის ჭურჭელს - ქოთანს, დოქსა და ლანგარს მიაკვლია.
ნივთების გარდა, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარხში ადამიანის ძვლის ფრაგმენტებსაც მიაკვლიეს. სამარხის გაწმენდას სპეციალისტები რამდენიმე საათში დაიწყებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილი ნივთები გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანას უნდა ეკუთვნოდეს.
მეცნიერიების ინფორმაციით, აღმოჩენა ქრისტეშობამდე X-IX საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.