ინგლისიდან-საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებს 14 ივნისს ჩამოიტანენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. დღეიდან კი გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნულ სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით ღია კარის დღეებს იწყებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან ხატია დეკანოიძისგან სასურველი ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.