დღეს, 26 იანვარს, 18:00 საათზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით სასტუმრო "ქორტიარდ მარიოტში" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც ნავთობპროდუქტების ბიზნესში 2009 წლის შედეგებით სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია დასახელდება.
კავშირის ინფორმაციით, ძირითადი ნომინაციაა - 2009 წელს ნავთობპროდუქტების სექტორში სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელი ორგანიზაცია.
სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მსხვილ გადამხდელ ორგანიზაციასთან ერთად დაჯილდოვდებიან ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კომპანიები - საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელის მქონე კომპანია; კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული; ნავთობკომპანია, რომელმაც ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა 2009 წელს საქართველოში; საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტერმინალი და სხვა.