დღეს, 13 ივნისს, 20:00 საათზე, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ხელოვნების ცენტრის პროექტის -"Artroad"-ის - პრეზენტაცია და კინოთეატრის გახსნა.
სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ხელოვნების ცენტრი "Artroad", რომელიც ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს და მიზნად ახალგაზრდებისთვის ხელოვნების ერთიანი სივრცის და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას ისახავს. პროექტი პირველი მსგავსი ინიციატივაა და უნიკალურია რეგიონის მასშტაბით.
ცენტრის შენობაში განთავსდება კინოკლუბი, თეატრი, ხელოვნების კლუბი და ფროდაქშენ სტუდია. "Artroad " ღიაა თანამშრომლობისთვის მუსიკოსებთან და ხელოვნების ყველა სხვა დარგის ახალგაზრდა წარმომადგენელთან.