,,ქართული დასის” ინიციატივას, პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდასთან დაკავშირებით, ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დასის ლიდერმა ჯონდი ბათღათურიამ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2010 წელს ინიცირებული ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ,, კანონპროექტი წარადგინა. კენჭისყრის დაწყებამდე მან დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ გაავლებენ ამ საკითხს პარტიულ სადემარკაციო ხაზს და მხარი დაუჭირონ პენსიის გაზრდას.
კანონპროექტი პარლამენტმა 32 ხმით 5 წინააღმდეგ ჩააგდო, 65-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
,,ქართული დასის,, ინიციატივით, ყველა ასაკით პენსიონერისთვის მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს, ხოლო 2013 წლიდან პენსიონერებს ყოველ ნამუშევარ წელიწადზე 2 ლარი უნდა დაემატოს.
მასალის გამოყენების პირობები