სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ფოთში სამინისტროს სურსათის საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მავნებლის გამოჩენის ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სპეციალური სამანქანო დანადგარებით ახორციელებენ წამლობით ღონისძიებებს.
სპეციალისტების პროგნოზით მავნებელი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს მასიურ გავრცელებას, სააგენტოს საგაგნებო შტაბი, რომელიც დასავლეთ საქართველოში თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონიძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის მიზნით მინისტრმა გაიხსნა ქალაქ ფოთში, სრულ მზადყოფნაშია.
საორგანიზაციო შტაბი უზრუნველყოფს მასშტაბური ღონისძიებების გატარებას სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარის რეგიონში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მიმდინარე წელს მავნებლის პირველ და მეორე თაობაზე, გავრცელების მაღალი რისკის კერებში დაგეგმილია 38000 ჰექტარზე ქიმიური წამლობის ჩატარება. პარალელულად, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ სპეციალური პრეპარატები მოსახლეობაში დასარიგებლად.
მასალის გამოყენების პირობები