გლდანში, ვართაგავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოს დროს, სავარაუდოდ, 21-22-საუკუნისწინანდელი სამარხი აღმოაჩინეს. საგზაო სამუშაოს შესრულების დროს აღმოაჩინეს ქვის ფილებით დაფარული სამარხი, რომელშიც ორი ადამიანის ჩონჩხი იყო.
ვართაგავას ქუჩაზე საგზაო სამუშაო შეჩერებულია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ქუჩაზე იყოს სამაროვნებიც. მათი აზრით, ამ ფაქტმა, შესაძლოა, თბილისის დაარსების ისტორია შეცვალოს.