უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული გმირის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან მოძრავ ექსპოზიციას საგამოფენოდ სვანეთში გაიტანენ. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმის ხელმძღვანელმა რუსუდან თორღვაშვილმა მიაწოდა.
მისი თქმი, მერაბ კოსტავას მუზეუმის მოძრავი ექსპოზიციის თბილისის ფარგლებს გარეთ გატანა განპირობებულია იმით, რომ რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობას საქართველოს ეროვბული გმირის მუზეუმში დაცული ექსპოზიციის გაცნობის საშუალება ჰქონდეს.
"სამწუხაროდ, საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან დამთვალიერებლები ჩამოსვლას ვერ ახრხებენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოძრავი ექსპოზიცია სვანეთში გავიტანოთ, იმისათვის რათა მოსახლეობამ შეძლოს უფრო მეტი გაიგოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას შესახებ",_ აღნიშნა თორღვაშვილმა.
აღსანიშნვია, რომ მცირე ხნის წინ მოძრავი ექსპოზიცია მუზეუმიდან ბოლნისში იყო გატანილი.
შეგახსენებთ, რომ მუზეუმი მერაბ კოსტავას სახლში 1991 წლიდან ფუნქციონირებს. მას ყოველდღიურად უამრავი დამთავალიერებელი სტუმრობს. მუზეუმში შესვლა უფასოა.
საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან მოძრავ ექსპოზიციას საგამოფენოდ სვანეთში გაიტანენ
თბილისი.12.06.12."ჯი-ეიჩ-ენი". უახლოეს მომავალში საქართველოს ეროვნული გმირის და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან მოძრავ ექსპოზიციას საგამოფენოდ სვანეთში გაიტანენ. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმის ხელმძღვანელმა რუსუდან თორღვაშვილმა მიაწოდა.