გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
13 ივნისიდან ცენტრში მოეწყობა ღია კარის დღეები აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთათვის:
აბიტურიენტებისთვის - 13 და 14 ივნისს 11 საათზე; მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის -15 ივნისს 14 საათზე; მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეებისთვის - 15 ივნისს 16:00 საათზე.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5 000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.
სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას 7500-ზე მეტი სტუდენტი ჩააბარებს.
დაინტერესებული პირები ღია კარის დღეებზე დასასწრებად უნდა მიბრძანდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრში მისამართზე: ქ. თბილისი, მინდელის ქ. N 9, V სართული