ტელეკომპანია "პირველი სტერეოსა" და "სტერეო +"-ის დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, კომპანიებმა ყველა კლიენტი დაკარგეს.
"ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემს მიერ დაარსებული ტელეკომპანიების პარალიზება და ოკუპაცია მოხდა. ექვსი წლის განმავლობაში აწყობილი ბიზნესი, რომლითაც მრავალი არხის მომსახურება ხდებოდა, უხეში ძალის ჩარევით შეწყდა და დღეს უკვე სახეზეა კომპანიის ფაქტიური არარსებობა",_ განცხადა ჟურნალისტებთან დავით ზილფიმიანმა.
მისივე განცხადებით, მის საკუთრებასათან ერთად უცხოელი მოქალაქეების საკუთრების ხელყოფაც მოხდა, რადგან "პირველი სტერეოს" მეწილეები უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.