გუშინ, საღამოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, მდინარე ალაზანში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, ბავშვი სავარაუდოდ ავად გახდა, რის გამოც წყლიდან ვეღარ ამოვიდა და დაიხრჩო.
„მდინარეზე სხვა ბავშვებთან ერთად იყო წასული, მაგრამ მოულოდნელად წყალმა წაიღო. ბავშვებმა საშველად ხალხს დაუძახეს და სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს მისი ცხედარი," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ქვემო ალვანის მცხოვრებმა მზია გილაურმა.