დღეს, 12 ივნისს, 10:00 საათზე, ნატოს კვირეულის ფარგლებში სპორტკომპლექსი "არენა" მედიასაშუალებებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტელევიზიის, რადიოსა და ჟურნალ-გაზეთების, ასევე სპორტული ვებგვერდების ჟურნალისტები. გამარჯვებულები მედლებითა და ფასიანი პრიზებით დასაჩუქრდებიან. ტურნირის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ, მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
12 ივნისს, 12:00 საათზე ფოთში სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართება "მოხალისეები სანაპირო დაცვის ბაზაზე" პროექტის გახსნის ცერემონია. პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ერთ დღეს გაატარებენ სანაპირო დაცვის ბაზაზე. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ლექცია, ისინი მონაწილეობას მიიღებენ პატრულირებისა და გემების დაკავების სიმულირებულ ოპერაციაში. ღონისძიება საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმართება.
14 :00 საათზე ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ოსიაურის სამხედრო ბაზას დაათვალიერებენ. ნამსას პროექტ "საქართველო 3-ის" ფარგლებში მოხალისეებს ჩაუტარდებათ ჰუმანიტარული განაღმვის ტრენინგი.
15:00 საათზე ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემაა "საქართველოს ინტეგრაცია ნატოში."
16:00 საათზე ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე ფრენბურთის ტურნირში გამარჯვებულებს დააჯილდოებს.
ნატოს კვირეულს 16 ივნისს ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე და ნატოში ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი კესტუტის იანკაუსკასი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურავენ, სადაც გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.
ნატოს დღეები საქართველოში უკვე მეხუთედ, 11-იდან 16 ივნისამდე ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კვირეულის ღონისძიებები მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს. დაგეგმილია შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, ექსკურსიები, კონკურსები და დებატები.